"ქართულმა ოცნებამ" აჭარის მთავრობის თავმჯდომარის კანდიდატად თორნიკე რიჟვაძე ოფიციალურად წარადგინა

პარტია "ქართულმა ოცნებამ" აჭარის მთავრობის თავმჯდომარის კანდიდატად თორნიკე რიჟვაძე დაასახელა. რიჟვაძე აჭარის უმაღლეს საბჭოში გამართულ სპეციალურ ბრიფინგზედეპუტატებმა ჟურნალისტებს წარუდგინეს.

თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, მას მმართველი გუნდიდან აღნიშნულ თანამდებობაზე შემოთავაზება ჰქონდა, რაზეც დათანხმდა.

თორნიკე რიჟვაძე დღემდე საქართველოს ენერგეტიკის ფონდის ხელმძღვანელი იყო, ასევე ის "აჭარა წყალ ჯორჯიას" იურიდიულ დირექტორად მუშაობდა.

საქართველოს პრეზიდენტი აჭარის უმაღლესი საბჭოს ფრაქციებთან კონსულტაციების შემდეგ საკანონმდებლო ორგანოს აჭარის მთავრობის თავმჯდომარის კანდიდატს დასამტკიცებლად წარუდგენს.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობა ზურაბ პატარაძემ ცოტა ხნის წინ დატოვა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს