პრეზიდენტის მოწვევით, საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენციაში ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა მიმდინარეობს. სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულია ნატოს ბრიუსელის 11-12 ივლისის სამიტისთვის მზადების პროცესში საქართველოს ხელისუფლების კოორდინაციასთან დაკავშირებული საკითხებისა და ქვეყნის თავდაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმების პროგრესის განხილვა.
საბჭოს წინაშე მოხსენებებით წარდგებიან საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია და საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვლადიმერ ჩაჩიბაია.