გიორგი მარგველაშვილი - მე დავით უსუფაშვილს გუშინ ტელეფონით ვესაუბრე, ჩვენ ერთმანეთს ნატო-ს სამიტის შემდეგ შევხვდებით

მე დავით უსუფაშვილს გუშინ ტელეფონით ვესაუბრე, ჩვენ ერთმანეთს ნატო-ს სამიტის შემდეგ შევხვდებით, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა დღეს ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა “შენების მოძრაობის“ ლიდერის, დავით უსუფაშვილის შეთავაზებას. პრეზიდენტის თქმით, ის წერილის სულისკვეთებას „ვითარების შეფასების“ ნაწილში იზიარებს.

„მე გუშინ გვიან გავეცანი ამ წერილს. შემიძლია მოგახსენოთ, რომ წერილში ძირითად სულისკვეთებას ვითარების შეფასების ნაწილში ვიზიარებ. აგრეთვე მინდა გითხრათ, რომ ეს წერილის ერთი ნაწილია. შემდეგაა კონკრეტული ნაბიჯები, თუ რა შეგვიძლია გავაკეთოთ და როგორ შეგვიძლია ჩვენს ქვეყანას ვემსახუროთ მეც, ბატონი დავითიც და სხვა პოლიტიკური ლიდერებიც. ამის თაობაზე მე გუშინ დავით უსუფაშვილს ტელეფონით ვესაუბრე. ჩვენ შევხვდებით ერთმანეთს სწორედ სამიტის მერე“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

დავით უსუფაშვილმა გუშინ გიორგი მარგველაშვილს ღია წერილით მიმართა და საპრეზიდენტო არჩევნებისთვის გაერთიანება შესთავაზა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს