კანადაში პუტინის სამხედრო დამნაშავედ ცნობას ითხოვენ

კანადის პარლამენტში პეტიცია დარეგისტრირდა, რომელშიც მოთხოვნილია, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის სამხედრო დამნაშავედ ცნობა. პეტიცია პარლამენტის ვებგვერდზეა განთავსებული. რამდენიმე დღის განმავლობაში პეტიციაზე 150 ხელმოწერა შეგროვდა.

პეტიციაში საუბარია იმის შესახებ, რომ ვლადიმერ პუტინმა გააჩაღა ომი საქართველოს და უკრაინის წინააღმდეგ, გააღრმავა შეიარაღებული კონფლიქტი სირიაში და სასტიკად ავიწროებს ჩეჩენ ხალხს. პეტიციის ტექსტში ჩამოთვლილია რუსეთის პრეზიდენტის სამხედრო დანაშაულებები:

„2008 წელს პუტინმა საქართველოს წინააღმდეგ აგრესია გააჩაღა, რამაც აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპაცია გამოიწვია; პუტინმა წაახალისა სირიაში სამოქალაქო პირების სასტიკი დაბომბვა, მათ შორის ქიმიური იარაღის გამოყენება, რამაც ასობით ათასი ადამიანი iმსხვერპლა, მასობრივი ნგრევა და მილიონობით დევნილი ადამიანი წარმოშვა; 2014 წელს პუტინი შეიჭრა და უკანაონოდ განახორციელა ყირიმის ანექსია, ფარულად შეიჭრა უკრაინის დონბასის რაიონში, რამაც 10 ათასზე მეტი ადამიანის სიკვდილი გამოიწვია, 20 ათასზე მეტმა ადამიანმა ტრავმა მიღო, მილიონობით ადგილნაცვალი ადამიანია და უდიდესი რაოდენობის ნგრევა; პუტინი საიდუმლოდ ასპონსორებდა მკვლელობებს და ტერორისტულ საქმიანობებს უკრაინის დესტაბილიზებისთვის; შეიარაღებულმა ჯგუფებმა პუტინის საიდუმლო ბრძანებით ჩამოაგდეს აღმოსავლეთ უკრაინაში „MH-17“, რამაც 298 ადამიანის სიკვდილი გამოიწვია სამოქალაქო მოსახლეობას შორის; პუტინის რეჟიმმა მოკლა რუსი დისიდენტები, ჟურნალისტები, უფლებადამცველები, რომელთაგან ზოგიერთი საზღვარგარეთ ცხოვრობს; განახორციელეს ყირიმელი თათრებისა და უკრაინელების სასტიკი რეპრესია, რომლებიც მოკლეს და ციხეებში ჩასვეს.

ჩვენ, პეტიციაზე ხელმომწერნი, კანადის მოქლაქეები, მოვუწოდებთ კანადის ხელისუფლებას, გამოაცხადოს ვლადიმერ პუტინი სამხედრო დამნაშავედ და გადასცენ ის ჰააგის საერთაშორისო სისხლის სამართლის ტრიბუნალს აგრესიის, სამხედრო დანაშაულის, კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულისა და ტერორიზმის სპონსორობისთვის“, - ნათქვამია პეტიციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო