დავით ზალკალიანი - ნატოს სამიტის შეხვედრებს აქტიურად გამოვიყენებთ იმისთვის, რომ ვისაუბროთ იმ პროგრესზე, რომელიც საქართველოს ევროინტეგრაციის მიმართულებით აქვს

ნატოს სამიტის შეხვედრებს აქტიურად გამოვიყენებთ იმისთვის, რომ ვისაუბროთ იმ პროგრესზე, რომელიც საქართველოს ევროინტეგრაციის მიმართულებით აქვს, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მინისტრის თქმით, საქართველო-ნატოს ურთიერთობების ისტორიაში ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც განხილული იქნება უსაფრთხოების და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის საკითხები. ზალკალიანის თქმით, ეს არის იმის ხაზგასმა, რომ ნატოს დღის წესრიგში საქართველო წინა პოზიციებზე დგას.

„მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ კოორდინირებულად ვმუშაობთ ყველა შესაბამის სტრუქტურასთან ერთად იმისთვის, რომ ის მოლოდინები, რაც გვქონდა ნატოს სამიტთან დაკავშირებით, მიღწეული ყოფილიყო. არაერთხელ განგვიცხადებია, რომ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოლოდინი იყო ის, რომ საქართველო უმაღლესი დონის შეხვედრის ფორმატებში წარმოდგენილი ყოფილიყო. ამ მიმართულებით შედეგი უკვე დამდგარია. საქართველო-ნატოს ურთიერთობების ისტორიაში ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც განხილული იქნება უსაფრთხოების და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის საკითხები. ეს არის ხაზგასმა იმისა, რომ ნატო საქართველოს და უკრაინას აღიქვამს სწორედ რეგიონული უსაფრთხოების კონტექსტში. ასევე არის იმის ხაზგასმა, რომ საქართველო არის ნატოს დღის წესრიგში უაღრესად წინა პოზიციებზე. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ამ შეხვედრებს აქტიურად გამოვიყენებთ იმისთვის, რომ ვისაუბროთ იმ პროგრესზე, რომელიც საქართველოს ევროინტეგრაციის მიმართულებით აქვს. ასევე იმ რეფორმებზე, რომელიც განხორციელდა ქვეყნის პოლიტიკური, ეკონომიკური და დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების მიმართულებით. ვფიქრობ, ეს სამიტი იქნება კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის კუთხით“, - განაცხადა დავით ზალკალიანმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა