მესტია-ჭუბერის ტერიტორიაზე დღეს ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი

მესტია-ჭუბერის ტერიტორიაზე 7 ივლისს დროგამოშვებით მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა, ხოლო 8 ივლისს უმეტესად უნალექო ამინდი იქნება, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ გარემოს ეროვნული სააგენტოდან აცნობეს.

7 ივლისს დროგამოშვებით მოსალოდნელია ღრუბლიანობის მომატება და ხანმოკლე წვიმა. დასავლეთის ქარი 9-14 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა კი ღამით +11, +13°, დღისით +22, +24° იქნება.

8 ივლისს დროგამოშვებით მოსალოდნელია ღრუბლიანობის მომატება. ღამით კი ძირითადად უმეტესად უნალექო ამინდი იქნება, დღის მეორე ნახევრიდან მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. იქროლებს დასავლეთის ქარი 7-12 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა ღამით +10, +12°, დღისით +28, +30° იქნება“, - ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა