გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტების განცხადებით, სტიქიური პროცესებით გამოწვეული საფრთხის დონე შემცირებულია

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სპეციალისტებმა სტიქიის ზონაში სასაზღვრო ვერტმფრენიდან მდინარე ნენსკრას სათავეები დაათვალიერეს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, ამ ეტაპზე, სტიქიური პროცესებით გამოწვეული საფრთხის დონე შემცირებულია; მდინარის ცალკეულ უბნებზე შეგუბებებს ადგილი არ აქვს. მასშტაბური სტიქიური მოვლენები მოსალოდნელი არ არის. გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები ადგილზე რჩებიან და უწყვეტ რეჟიმში აკვირდებიან ხეობაში მიმდინარე პროცესებს.

სპეციალისტების განმარტებით, მდინარე ნენსკრას აუზში მოსული ძლიერი ნალექის და მყინვარების ინტენსიური დნობით გამოწვეული მაღალი წყლიანობის გამო, მდინარის ცალკეულ უბნებზე ადგილი ჰქონდა მეწყრული პროცესების გაჩენასა და გააქტიურებას, რამაც მდინარის ცალკეულ უბნებზე წყლის ნაკადების შეგუბება და ღვარცოფული პროცესების ფორმირება გამოიწვია. მდინარის წყლის დონის მატების შედეგად, წარეცხილია მდინარის ნაპირები.

სინოპტიკოსების ინფორმაციით, მესტია-ჭუბერის ტერიტორიაზე 7 ივლისის დღის პირველ ნახევრამდე მოსალოდნელია საშუალო ინტენსივობის ნალექი; 8-9 ივლისს ნალექების ინტენსივობა მნიშვნელოვნად შესუსტდება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა