ჭუბერში ერთი საცხოვრებელი სახლის ნაწილი წყალმა წაიღო

ჭუბერში ერთი საცხოვრებელი სახლის ნაწილი წყალმა წაიღო. შემთხვევა გუშინ მოხდა. აღნიშნულს მსხვერპლი არ მოჰყოლია და არავინ დაშავებულა.

ანალოგიური საფრთხე ემუქრება კიდევ ერთ სახლს, საიდანაც მაშველებმა მეპატრონის და ჟურნალისტების ევაკუაცია განახორციელეს. სიტუაციას ართულებს უხვი ნალექი, რის შედეგადაც კვლავ მოიმატა მდინარე ნენსკრას წყლის დონემ.

ადგილზე მუშაობას განაგრძობენ საგანგებო სიტუაციების მართვის, შს სამინისტროსა და სხვა ოფიციალური უწყებების წარმომადგენლები.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა