გიორგი მარგველაშვილი - მე დავით უსუფაშვილს ტელეფონით ვესაუბრე, ერთმანეთს ნატო-ს სამიტის შემდეგ შევხვდებით

მე დავით უსუფაშვილს ტელეფონით ვესაუბრე, ჩვენ ერთმანეთს ნატო-ს სამიტის შემდეგ შევხვდებით, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა გუშინ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა “შენების მოძრაობის“ ლიდერის, დავით უსუფაშვილის შეთავაზებას. პრეზიდენტის თქმით, ის წერილის სულისკვეთებას „ვითარების შეფასების“ ნაწილში იზიარებს.

„მე გავეცანი ამ წერილს. შემიძლია მოგახსენოთ, რომ წერილში ძირითად სულისკვეთებას ვითარების შეფასების ნაწილში ვიზიარებ. აგრეთვე მინდა გითხრათ, რომ ეს წერილის ერთი ნაწილია. შემდეგაა კონკრეტული ნაბიჯები, თუ რა შეგვიძლია გავაკეთოთ და როგორ შეგვიძლია ჩვენს ქვეყანას ვემსახუროთ მეც, ბატონი დავითიც და სხვა პოლიტიკური ლიდერებიც. ამის თაობაზე მე გუშინ დავით უსუფაშვილს ტელეფონით ვესაუბრე. ჩვენ შევხვდებით ერთმანეთს სწორედ სამიტის მერე“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

დავით უსუფაშვილმა გიორგი მარგველაშვილს ღია წერილით მიმართა და საპრეზიდენტო არჩევნებისთვის გაერთიანება შესთავაზა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო