ოთარ კახიძე - საზოგადოებას არ სჭირდება ივანიშვილის მიერ კონტროლირებადი ფიგურა მთავარი პროკურორის თანამდებობაზე

საზოგადოებას არ სჭირდება ივანიშვილის მიერ კონტროლირებადი ფიგურა მთავარი პროკურორის თანამდებობაზე, - ამის შესახებ „ევროპული საქართველო“ წევრმა ოთარ კახიძემ მთავარი პროკურორის კანდიდატურის თემაზე საუბრისას განაცხადა. კახიძე შალვა თადუმაძის კანდიდატურას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მას საზოგადოების ნდობა არ ექნება.

,,ევროპულმა საქართველომ“ ხელისუფლებას შალვა შავგულიძის კანდიდატურა შესთავაზა, რომელზეც ვერც იმას იტყვიან, რომ მოქმედი ხელისუფლების ხელშია ან წინა ხელისუფლების ზეგავლენის ქვეშ იმყოფება. რაც შეეხება შალვა თადუმაძეს, მას, როგორც ბიძინა ივანიშვილის ყოფილ ადვოკატს და „ქართული ოცნების“ იურისტს, რა თქმა უნდა, ამ პროცესში ვერ ექნება საზოგადოების ნდობა. საქართველოს არ სჭირდება ივანიშვილის კონტორილებადი ფიგურა მთავარ პროკურორად’’, - განაცხადა ოთარ კახიძემ.

მთავარი პროკურორობის კანდიდატებად შალვა თადუმაძე, შალვა შავგულიძე და ნინო გოგნიაშვილი დასახელდნენ. მთავარი პროკურორობისთვის სულ 21 კანდიდატი იბრძოდა, თუმცა რამდენიმე დღის წინ სამმა მათგანმა კანდიდატურა მოხსნა და შერჩევის ბოლო ეტაპზე მხოლოდ 18 კანდიდატურა განიხილებოდა.

შალვა თადუმაძის და ნინო გოგნიაშვილის კანდიდატურები ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა წარადგინა, შალვა შაგვულიძის კანდიდატურა კი - „ევროპულმა საქართველომ“.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს