პრეზიდენტი მინდია გოგოჭურის დაჭრაზე - ამ საკითხის თაობაზე მეც ის ვიცი, რა ინფორმაციასაც ჟურნალისტები გვაწვდით

ამ საკითხის თაობაზე მეც ის ვიცი, რა ინფორმაციასაც ჟურნალისტები გვაწვდით, - ასე უპასუხა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა მისი სიძის მინდია გოგოჭურის დაჭრის შესახებ დასმულ შეკითხვას.

„ვერაფერს მოგახსენებთ, ამ საკთხის თაობაზე მეც ის ვიცი, რა ინფორმაციასაც ჟურნალისტები მედიიდან გვაწვდით. უფრო დამატებით ვერაფერს მოგახსენებთ“, - განაცხადა მარგველაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის სიძე მინდია გოგოჭური ცეცხლსასროლი იარაღიდან დაჭრეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს და სასჯელის სახით 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა