კანადაში პუტინის სამხედრო დამნაშავედ ცნობას ითხოვენ

კანადის პარლამენტში პეტიცია დარეგისტრირდა, რომელშიც მოთხოვნილია, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის სამხედრო დამნაშავედ ცნობა. პეტიცია პარლამენტის ვებგვერდზეა განთავსებული. რამდენიმე დღის განმავლობაში პეტიციაზე 150 ხელმოწერა შეგროვდა.

პეტიციაში საუბარია იმის შესახებ, რომ ვლადიმერ პუტინმა გააჩაღა ომი საქართველოს და უკრაინის წინააღმდეგ, გააღრმავა შეიარაღებული კონფლიქტი სირიაში და სასტიკად ავიწროებს ჩეჩენ ხალხს. პეტიციის ტექსტში ჩამოთვლილია რუსეთის პრეზიდენტის სამხედრო დანაშაულებები:

„2008 წელს პუტინმა საქართველოს წინააღმდეგ აგრესია გააჩაღა, რამაც აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპაცია გამოიწვია; პუტინმა წაახალისა სირიაში სამოქალაქო პირების სასტიკი დაბომბვა, მათ შორის ქიმიური იარაღის გამოყენება, რამაც ასობით ათასი ადამიანი იმსხვერპლა, მასობრივი ნგრევა და მილიონობით დევნილი ადამიანი წარმოშვა; 2014 წელს პუტინი შეიჭრა და უკანონოდ განახორციელა ყირიმის ანექსია, ფარულად შეიჭრა უკრაინის დონბასის რაიონში, რამაც 10 ათასზე მეტი ადამიანის სიკვდილი გამოიწვია, 20 ათასზე მეტმა ადამიანმა ტრავმა მიღო, მილიონობით ადგილნაცვალი ადამიანია და უდიდესი რაოდენობის ნგრევა; პუტინი საიდუმლოდ ასპონსორებდა მკვლელობებს და ტერორისტულ საქმიანობებს უკრაინის დესტაბილიზებისთვის; შეიარაღებულმა ჯგუფებმა პუტინის საიდუმლო ბრძანებით ჩამოაგდეს აღმოსავლეთ უკრაინაში „MH-17“, რამაც 298 ადამიანის სიკვდილი გამოიწვია სამოქალაქო მოსახლეობას შორის; პუტინის რეჟიმმა მოკლა რუსი დისიდენტები, ჟურნალისტები, უფლებადამცველები, რომელთაგან ზოგიერთი საზღვარგარეთ ცხოვრობს; განახორციელეს ყირიმელი თათრებისა და უკრაინელების სასტიკი რეპრესია, რომლებიც მოკლეს და ციხეებში ჩასვეს.

ჩვენ, პეტიციაზე ხელმომწერნი, კანადის მოქალაქეები, მოვუწოდებთ კანადის ხელისუფლებას, გამოაცხადოს ვლადიმერ პუტინი სამხედრო დამნაშავედ და გადასცენ ის ჰააგის საერთაშორისო სისხლის სამართლის ტრიბუნალს აგრესიის, სამხედრო დანაშაულის, კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულისა და ტერორიზმის სპონსორობისთვის“, - ნათქვამია პეტიციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა