24 წლის გვანცა დიასამიძის გადასარჩენად ბათუმში ლუდის ფესტივალი გაიმართება

ბათუმში დღეს ლუდის ფესტივალი გაიმართება. 12:00 საათიდან სტუმრებს ბულვარში, საზაფხულო თეატრთან ლუდი, სასიამოვნო მუსიკა, პრიზები და სახალისო აქტივობები ელოდებათ.

როგორც ფესტივალის ორგანიზატორები აცხადებენ, მთელი დღის განმავლობაში სტუმრების განწყობაზე ადგილობრივი ბენდები იზრუნებენ.

ბავშვებისთვის მოწყობილ სპეციალურ კუთხეში პატარების გართობაზე ანიმატორები იზრუნებენ. მათივე ინფორმაციით, ფესტივალზე სპეციალური საფეხბურთო სივრცე მოეწყობა, სადაც სტუმრებს მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალის ნახვა შეეძლებათ.

"უნდა აღინიშნოს, რომ ფესტივალზე მხოლოდ ქართული ნაწარმი იქნება წარდგენილი. გართობის მთავარი მიზანი კი ქველმოქმედებაა. ფესტივალიდან შემოსული თანხა მთლიანად მოხმარდება 24 წლის ბათუმელი გვანცა დიასამიძის გამოჯანმრთელებას, რომელიც ორი წელია მძიმე დაავადებას ებრძვის. ანგარიშის ნომერია GE73TB7712545062100001

მიმღები: თეონა დიასამიძე", - აცხადებენ ფესტივალის ორგანიზატორები.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს