დავით გაბაიძემ პრეზიდენტს აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე თორნიკე რიჟვაძის კანდიდატურა შესთავაზა

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს უმრავლესობა, საქართველოს პრეზიდენტს აჭარის მთავრობის თავმჯდომარის კანდიდატად თორნიკე რიჟვაძეს შესთავაზებს.

როგორც აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ ბრიფინგზე განაცხადა, თორნიკე რიჟვაძე უმრავლესობამ პროფესიონალიზმის, მისი გამოცდილებისა და პიროვნული თვისებების გამო შეარჩია.

“მოგეხსენებათ, რომ თანამდებობიდან გადადგა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე, რის გამოც უფლებამოსილება შეუწყდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას. “აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციური კანონისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის თანახმად, საქართველოს პრეზიდენტმა, უმაღლეს საბჭოში წარმოდგენილ პოლიტიკურ სუბიექტებთან კონსულტაციის შემდეგ, უმაღლეს საბჭოში უნდა წარმოადგინოს მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატი და მის მიერ დასახელებული მინისტრების კანდიდატურები. უმაღლეს საბჭოში წარმოდგენილ სუბიექტებს შორის ყველაზე დიდ სუბიექტს წარმოადგენს მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება “ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“, რომელიც ფლობს საკონსტიტუციო უმრავლესობას აჭარის უმაღლეს საბჭოში. შესაბამისად, დიდია საზოგადოების ინტერესი თუ ვინ დასახელდება „ქართული ოცნების“ მხრიდან მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატად. ამდენად, გაცნობებთ, რომ უმაღლეს საბჭოში წარმოდგენილი სუბიექტის - „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მიერ საქართველოს პრეზიდენტს კონსულტაციისათვის წარედგინება ბატონი თორნიკე რიჟვაძის კანდიდატურა“, - განაცხადა საკანონმდებლო ორგანოში გამართულ ბრიფინგზე აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ.

თორნიკე რიჟვაძემ “ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ გუნდს ნდობისათვის მადლობა გადაუხადა. მისი განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტის თანხმობის შემთხვევაში, ის მზადაა განახლებული მთავრობის გუნდითა და ახალი სამოქმედო პროგრამით შეუდგეს საქმიანობას.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა