მაია ცქიტიშვილი - თორნიკე რიჟვაძის გამოცდილება მაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ აჭარას აქტიური ახალგაზრდა ხელმძღვანელი ეყოლება

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი აჭარის მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატად თორნიკე რიჟვაძის დასახელებას გამოეხმაურა.

"ჩვენ წარვადგინეთ ახალი კანდიდატი გუშინ. მე მასთან აქტიური შეხების შესაძლებლობა არ მქონია, თუმცა ბატონ თორნიკეს როგორც კარგ მენეჯერს ახასიათებენ. თორნიკე რიჟვაძეს კარგი განათლება აქვს, მას ბიზნეს ადმინისტრირება აქვს დამთავრებული და მისი გამოცდილება მაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ ძალიან აქტიური ახალგაზრდა ხელმძღვანელი ეყოლება აჭარას",- განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

გუშინ აჭარის უმაღლეს საბჭოს "ქართული ოცნების" წევრებმა აჭარის მთავრობის კანდიდატად თორნიკე რიჟვაძე დაასახელეს. იგი დღემდე საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის ხელმძღვანელია.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა