აშშ უკრაინის პარლამენტის მიერ ეროვნული უსაფრთხოების შესახებ კანონის მიღებას მიესალმება

აშშ მიესალმება უკრაინის პარლამენტის მიერ მიღებულ კანონს ეროვნული უსაფრთხოების შესახებ. ამის შესახებ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ჰიზერ ნაუერტმა განაცხადა.

„მიღებული კანონი შეესაბამება დასავლურ პრინციპებს და უზრუნველყოფს უკრაინის შეიარაღებული ძალების ნატო-სთან ურთიერთქმედების გაფართოებას“, - აღნიშნა ჰიზერ ნაუერტმა.

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტში ასევე განაცხადეს, რომ აღნიშნული კანონის იმპლემენტაცია, მათ შორის უშიშროების სექტორზე საპარლამენტო კონტროლის შემოღება და უკრაინის უშიშროების სამსახურის შესახებ კანონის მიღება გააღრმავებს უკრაინის ევროინტეგრაციის პროცესს.

„აშშ მხარს დაუჭერს უკრაინას თავდაცვისა და უშიშროების სფეროში რეფორმების გატარებაში, რათა გააძლიეროს უკრაინის შესაძლებლობები დაიცვას თავისი ტერიტორიული მთლიანობა“, - ნათქვამია ჰიზერ ნაუერტის განცხადებაში.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს