ეროვნულ ბიბლიოთეკაში ეკა ტყემალაძის ნახატების პერსონალური გამოფენა გაიმართება

საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში 7- 8-9 ივლისს მხატვარ ეკა ტყემალაძის ნახატების პერსონალური გამოფენა გაიმართება.

გამოფენა 7 ივლისს, 19:00 საათზე გაიხსნება. ორგანიზატორების ინფორმაციით, ნამუშევრები შექმნილია 2015-2018 წლებში, გერმანიასა და ისრაელში ცხოვრების დროს. მათი შეძენა გამოფენაზე იქნება შესაძლებელი.

„პოპ-არტის სტილში შესრულებული ნამუშევრები გამოგზაურებთ ასანთის კოლოფების სამყაროში. ასევე, შეძლებთ ნახოთ რა კავშირშია არტი, როცა სანაგვეზე გადაყრილ ნივთებთან გვაქვს საქმე, როგორ გარბიან ჭიამაიები ბროწეულებიდან და ჭიანჭველები ადამიანებისგან. თითოეული ნამუშევარი უნიკალურია თემატურად და ფერთა შეხამებით და შესრულებულია აკრილით ტილოზე.

მხატვარი ეკა ტყემალაძე (ლუდმილა ვაინშტეინი) დაიბადა 1983 წელს უკრაინაში, ქალაქ ოდესაში. 1990 წელს ოჯახმა საქართველოში ჩამოიყვანა. 2012-2015 წლებში ცხოვრობდა ისრაელში, თელ-ავივში. 2016 წლიდან ცხოვრობდა გერმანიაში, ქალაქ ლაიფციგში. ის თბილისში 2018 წელს დაბრუნდა. ეკა ტყემალაძე ბავშვობდან ხატავს. ადრეულ ასაკში ძირითადად ნატურმორტებსა და პეიზაჟებს ხატავდა. ამჟამად მის შემოქმედებაში დიდი ადგილი პოპ-არტის სტილში შესრულებულ სიუჟეტებს უკავია. მიღებული აქვს მონაწილეობა რამდენიმე გამოფენაში საქართველოში, ისრაელში, გერმანიასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში. ეკა ტყემალაძის ვებ-საიტია: ekatkemaladze.com. გამოფენაზე მოსულ დამთვალიერებელს ქრისტინე მაღლაკელიძე გაუმასპინძლდება საკუთარი ღვინით - "ცისფერყანწელები".

გამოფენაზე დასწრება თავისუფალია.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა