შსს-მ ისრაელის მოქალაქეზე ყაჩაღური თავდასხმის ფაქტზე ორი პირი დააკავა

სამართალდამცველებმა უცხო ქვეყნის მოქალაქეზე ყაჩაღური თავდასხმის ფაქტთან დაკავშირებით ორი პირი დააკავეს, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს.

სამინისტროს ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა მთაწმინდის პარკთან მომხდარი უცხო ქვეყნის მოქალაქეზე ყაჩაღური თავდასხმის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნეს. სამართალდამცველებმა, ყაჩაღობის ბრალდებით, რუსთავში 2 პირი: 1997 წელს დაბადებული მ.ზ. და 1998 წელს დაბადებული ვ.ქ. დააკავეს. მათ მიერ ჩადენილი დანაშაული 5-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ისრაელის მოქალაქეს, 1948 წელს დაბადებულ ჯ. ჰ. კ.-ს თბილისში, ამაღლების ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე, მთაწმინდის პარკში ამავალ საფეხმავლო ბილიკზე, მისთვის უცნობმა ორმა პირმა იარაღის მუქარით 200 აშშ დოლარი და 800 ლარი გასტაცა, რის შემდეგაც თავდამსხმელები შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. დაზარალებულმა მომხდარის შესახებ პოლიციას შეატყობინა.

ძველი თბილისის პოლიციის სამმართველოს თანამშრომლებმა ყაჩაღობის შესახებ მიღებული შეტყობინებიდან რამდენიმე საათში დამნაშავეთა ვინაობა ოპერატიულად დაადგინეს და ორივე პირი დააკავეს. ბრალდებულები ჩადენილ დანაშაულს აღიარებენ.

გამოძიება ყაჩაღობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით მიმდინარეობს.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს