ირაკლი კოვზანაძე - ჭარბვალიანობა არა მხოლოდ სოციალური, არამედ მაკროეკონომიკური საკითხიცაა

ფინანსურ სექტორში ახალი სამართლიანი თამაშის წესები დამკვიდრდება, რომლის ფარგლებშიც რეგულაციები შეეხება იმ პირებს, რომლებიც დაკავებული არიან სესხების გაცემით და ქონების დაგირავებით, - ამის შესახებ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი კოვზანაძემ განაცხადა.

„მამუკა ბახტაძის ინიციატივები, რომელიც მან ფინანსთა მინისტრობის პერიოდში დააანონსა, ეხმიანება იმ მწვავე პრობლემას, რომელიც ჩვენი მოქალაქეებისთვის კერძო მევახშეებთან ქონების დაგირავებას უკავშირდება. ეს ათეულ ათასობით ჩვენს თანამოქალაქეს მძიმე ტვირთად აწევს. ეს არამხოლოდ სოციალური, არამედ მაკროეკონომიკური საკითხიცაა, ვინაიდან ეს ადამიანები იძულებით ამოვარდნილები არიან ეკონომიკის კვლავწარმოების პროცესიიდან. ხოლო ჭარბვალიანობა ხელს უშლის სიღარიბის შემცირებას და ეკონომიკური ზრდის თითოეულ ოჯახამდე დასვლას. ამიტომ რეგულაციები ამ სფეროში საჭიროა. აღნიშნული ცვლილებებით იზღუდება ლომბარდებისა და კერძო გამსესხებლების სასარგებლოდ რეგისტრირებული ქონებების, ავტომობილების და და უძრავი ქონებების დაგირავება. ასევე წესდება ლიმიტები, სესხების პროცენტების მაქსიმალური ზღვარი (მაგ: ეფექტური საპროცენტო განაკვეთი 50 % -მდე) ჯარიმებისა და საურავების ოდენობაზე და ა.შ.

ჭარბვალიანობის შემცირება დადებითად იმოქმედებს როგორც ეკონომიკაზე, ასევე საქართველოს მოსახლეობას შეუმსუბუქებს ფინანსურ ტვირთს", - განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ, რომლის კომენტარსაც საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა