ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით შექმნილი საგამოძიებო კომისიის სხდომა კამათით მიმდინარეობს

ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით პარლამენტში შექმნილი საგამოძიებო კომისიის სხდომა კამათით მიმდინარეობს. სხდომაზე დღეს კომისიის წევრები შინაგან საქმეთა სამინისტროს გამომძიებლებს კითხავენ.

კამათი საპარლამენტო უმრავლესობის და უმცირესობის წარმომადგენლებს შორის, ასევე გამომძიებლებთან გამოიწვია დეპუტატ ირაკლი აბესაძის მიერ დასმულმა კითხვებმა, თუ რა ფორმით შემოწმდა ჩხუბში მონაწილე მოზარდების ტელეფონები და რა ფორმით გამოიკითხა ხორავას ქუჩაზე მცხოვრებლები.

სამინისტროს წარმომადგენლებმა დეპუტატის კითხვაზე უპასუხეს, რომ როგორც გამოკითხვები, ისე ტელეფონების შემოწმება პოლიციის შესახებ კანონით და ასევე ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ კანონის შესაბამისად განხორციელდა. მათივე განცხადებით, სწორედ აღნიშნული კანონების შესაბამისად, გამოიკითხა მოწმეები, გამოიკითხნენ მოზარდები, ხორავას ქუჩის მცხოვრებლები, თუმცა რიგ შემთხვევაში ოქმები და პატაკები წერილობით არ შედგენილა.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა სოფო კილაძემ და ეკა ბესელიამ ირაკლი აბესაძეს მოუწოდეს, რომ ნუ დასვამს ისეთ კითხვებს, რაც გამომძიებლებს საიდუმლოს თქმას აიძულებს. დეპუტატებმა ერთმანეთს და გამომძიებლებს სიმშვიდისკენ მოუწოდეს.

დღეს, შესაძლოა კომისიის სხდომის ნაწილი დაიხუროს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა