ინკლუზიური განათლების განვითარების სტრატეგიის დოკუმენტის პრეზენტაცია გაიმართა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ინკლუზიური განათლების განვითარების 2019-2022 წლების სტრატეგიის დოკუმენტის საჯაროდ განხილვის პროცესი დაიწყო, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროდან აცნობეს.

სამინისტროს ინფორმაციით, ახალი სამოქმედო გეგმის შექმნა ინკლუზიური განათლების განვითარების მიზნით, ზოგადი განათლების შესახებ კანონში შესულმა მნიშვნელოვანმა ცვლილებებმა განაპირობა.

„უდავო ფაქტია, რომ კანონში ცვლილებებმა ახალი პერსპექტივა გააჩინა ინკლუზიური განათლების განვითარების მიმართულებით. დღეს ჩვენი ამოცანა კანონის აღსრულება და ამ პერსპექტივის რეალობად ქცევაა. ამ მიზანს ემსახურება ინკლუზიური განათლების განვითარების 2019-2022 წლების სტრატეგიის დოკუმენტი, რომელიც განათლების ხელმისაწვდომობასა და უწყვეტობას განათლების ყველა საფეხურზე უზრუნველყოფს“, - განაცხადა განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა.

მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ დოკუმენტის განხილვა გაგრძელდება და ღია და საჯარო დისკუსიების, იდეათა და ხედვების შეჯერების შედეგად ჩამოყალიბდება სტრატეგიის დოკუმენტის საბოლოო რედაქცია, რომელიც მნიშვნელოვან ნაბიჯად იქცევა თანასწორი საზოგადოების შენების პროცესში.

ინკლუზიური განათლების 2019-2022 წლების სტრატეგიის დოკუმენტის პრეზენტაციას სპეციალური მასწავლებლები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, მშობელთა გაერთიანებების, ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციებისა და საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ზოგადი განათლების შესახებ საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილებების საფუძველზე, ინკლუზიურ განათლებაში დასაქმებული სპეციალისტები სისტემამ მასწავლებლად აღიარა. მათი სამუშაო დატვირთვა და სახელფასო განაკვეთი სექტემბრიდან მასწავლებლისას გაუთანაბრდება, პარალელურად მიმდინარეობს და დამტკიცდება სპეციალური მასწავლებლის დაფინანსების წესი და პროფესიული განვითარების სქემა, რაც მათი პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის საშუალება იქნება. მნიშვნელოვანი სიახლეა სპეციალური სკოლა-პანსიონების რესურს-სკოლებად გარდაქმნა, რაც ხელს შეუწყობს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოსწავლეებისთვის, განათლების ხარისხის გაუმჯობესებას. კანონში ასევე გაჩნდა ინტეგრირებული და სპეციალიზებული კლასების ტერმინთა განმარტებები. ამ ცვლილებების შედეგად განახლებული კანონი ჰარმონიზებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა კონვენციასთან.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა