ქუთაისში პოლონეთის დელეგაცია იმყოფება

ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ პოლონეთის დელეგაცია მიიღო. ქალაქის მერმა და მერის მოადგილე ნინო თვალთვაძემ პოლონელ კოლეგებს ადგილობრივი თვითმმართველობის შენობაში უმასპინძლეს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ქუთაისის მერიიდან აცნობეს, პოლონეთის ქალაქ ჩესტეჰოვას მერი იაროსლავ მარზალეკი და ამავე ქალაქის მერიის თანამშრომლები გაცნობითი ხასიათის შეხვედრებს საქართველოში მეორე დღეა მართავენ.

„ქუთაისის მერმა სტუმრებს კულტურულ და ახალგაზრდული პროგრამების გაცვლებზე ესაუბრა, რაც ორი ქვეყნის მჭიდრო ურთიერთობებს კიდევ უფრო ეფექტურს გახდის. ამასთან ტურიზმის კუთხით ჩესტეჰოვას და ქუთაისს გარკვეული ინტერესები გააჩნიათ, რაშიც ხელს ორივე ქალაქს კოპიტნარის აეროპორტის დაბალბიუჯეტიანი ფრენები უწყობს“, - ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი ჭიღვარიამ სტუმრებს ქუთაისის ღირსესანიშნაობები დაათვალიერებინა და ტურისტული პოტენციალი გააცნო.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა