ჭუბერში, მდინარის წყლის დონის მატებამ გზის რამდენიმე მონაკვეთის ჩამოშლა გამოიწვია

ჭუბერში გუშინ მოსულმა უხვმა ნალექმა კვლავ პრობლემები შექმნა. ამ დროის მონაცემებით, ჭუბერში, შემოვლით გზაზე, რომლითაც მოქალაქეები მდინარის ერთი ნაპირიდან მეორეზე გადადიოდნენ, ჩამოიშალა.

მდინარის წყლის დონის მომატებამ, რამდენიმე მონაკვეთის, მათ შორის, გზის საავტომობილო მონაკვეთების ჩამოშლა გამოიწვია. ამ დროისთვის კიდევ ერთ საცხოვრებელ სახლს ემუქრება ჩამონგრევის საფრთხე. თუმცა სამაშველო სამსახურები აქტიურად მუშაობენ, რომ აღნიშნულ საცხოვრებელ სახლში წყალმა შეღწევა ვერ შეძლოს.

მოსახლეობის უმეტესობა, რომელიც საშიშ ზონაში ცხოვრობს, ევაკუირებულია. მათი დიდი ნაწილი ღამეებს ახლობლებთან ათენებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა