ზაზა სარალიძე პროკურატურისა და შსს-ს წარმომადგენლებს ხვდება

მთავარ პროკურატურაში ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე პროკურატურისა და შსს-ს წარმომადგენლებს ხვდება. შეხვედრაზე, რომელიც ცოტა ხნის წინ დაიწყო, ზაზა სარალიძე ადვოკატ ნესტან ლონდარიძესთან ერთად იმყოფება.

როგორც შეხვედრის დაწყებამდე ადვოკატმა ჟურნალისტებს განუცხადა, საგამოძიებო უწყებაში მათი მხრიდან დაყენებული იქნება საპარლამენტო კომისიის მიერ გაცემული მეორე რეკომენდაციის შესრულების საკითხი. საუბარია რეკომენდაციაზე, რომელიც მიხეილ კალანდიას მიმართ ბრალის წარდგენის შესაძლებლობას გულისხმობს.

ადვოკატის ინფორმაციით, ამ შეხვედრას სახალხო დამცველი ნინო ლომჯარიაც დაესწრება. „ყველაზე მნიშვნელოვანია ის, რომ დღეს ჩვენ მოვისმენთ იმ კონკრეტულ ნაბიჯებს, რომელთა გადადგმაც უახლოეს მომავალში იგეგმება. ასევე ჩვენი მხრიდან დაყენებული იქნება საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის მიერ წარდგენილი მეორე რეკომენდაციის შესრულების საკითხი და მოვისმენთ მათგან იმ სამართლებრივ შეფასებას, რაც გააჩნიათ ამ საკითხებთან დაკავშირებით",- განაცხადა ნესტან ლონდარიძემ.

რაც შეეხება შეკითხვას არის, თუ არა მიხეილ კალანდიას დაკავება მოსალოდნელი, ადვოკატი განმარტავს, რომ მოლოდინის შესახებ ჯერჯერობით, ვერაფერს იტყვის.

"ჩვენ ამ შემთხვევაში ვითხოვთ საგამოძიებო კომისიის მეორე რეკომენდაციის შესრულებას რაც არის მთავარი. ამ რეკომენდაციაში დასაბუთებულია ეს მოთხოვნა და ასევე მითითებული ის სამართლებრივი საკითხები, რის საფუძველზეც ითხოვენ ამას. ჩვენ შეხვედრაზე იმედიანად შევდივართ. თავად ზაზა სარალიძემ განაცხადა, რომ გვაქვს მოლოდინი იმისა, რომ იქნება მზაობა კონკრეტული ნაბიჯების გადადგმის, თუმცა ვნახოთ, დაველოდოთ", - განაცხადა ადვოკატმა.

ზაზა სარალიძეს შეხვედრის დაწყებამდე მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო