თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი - საგამოძიებო კომისიის წევრების კითხვებს ამომწურავი პასუხები გავეცით

თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელის შალვა ბედოიძის შეფასებით, მათ საგამოძიებო კომისიის წევრების კითხვებს ამომწურავი პასუხები გასცეს.

როგორც ბედოიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ამაზე მეტყველებს სხდომის შემდეგ კომისიის თავმჯდომარის განცხადებაც, რომ დამატებითი კითხვები კომისიის არც ერთ წევრს არ ჰქონია.

"კომისიის წევრების მიერ სამჯერ გადაიდო დაკითხვა. ჩვენს მიერ ამომწურავად გაეცა ყველა კითხვას პასუხი, რაზეც მეტყველებს ის, რომ კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ კომისიის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ არავის ამ ეტაპზე დამატებითი კითხვა არ გააჩნდა", - განაცხადა ბედოიძემ.

დღეს, ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით შექმნილი საგამოძიებო კომისიის სხდომა დეპუტატებს შორის მომხდარი კამათის გამო რამდენიმე წუთით შეწყდა.

კომისიის წევრებმა მოზარდების მკვლელობის საქმის გამომძიებლები დაკითხეს.

თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელის კომენტარი საგამოძიებო კომისიაში დაკითხვის შემდეგ

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს