მცირე ბიზნესისათვის დაწესებული შეღავათიანი დაბეგვრის ახალი წესი 120 ათასამდე ფიზიკურ პირს შეეხება

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, მცირე ბიზნესისათვის დაწესებული შეღავათიანი დაბეგვრის ახალი წესი 120 ათასამდე ფიზიკურ პირს შეეხება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შემოსავლების სამსახურიდან აცნობეს, დღეს, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უბნის საგადასახადო ოფიცრები მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმეებს სამეწარმეო ობიქტებზე ეწვივნენ და ადგილზე გააცნეს საგადასახადო კანონმდებლობაში შესული ცვლილებები, კერძოდ, მეწარმე ფიზიკური პირებისათვის დაწესებული შეღავათების შესახებ.

“აღნიშნული საგადასახადო ცვლილება ერთი მხრივ, აწესებს მინიმალურ საგადასახადო ტვირთს (1%) მცირე ბიზნესისთვის, ხოლო მეორე მხრივ, უზრუნველყოფს მეწარმე ფიზიკური პირებისათვის გამარტივებული საგადასახადო აღრიცხვის მეშვეობით, მინიმუმამდე შეამციროს საგადასახადო ადმინისტრირების დანახარჯები. აღნიშნული რეფორმის შედეგად, მთლიან შიდა პროდუქტში მნიშვნელოვნად გაიზრდება მცირე ბიზნესის წილი.

ცვლილების თანახმად, მცირე ბიზნესის სტატუსი მიენიჭება იმ მეწარმე ფიზიკურ პირსაც, რომელიც დღგ–ის გადამხდელად არის რეგისტრირებული.

კალენდარული წლის განმავლობაში 500 000 ლარამდე მიღებული მცირე ბიზნესის დასაბეგრი შემოსავალი იბეგრება 1%-იანი განაკვეთით, ნაცვლად 5%–ისა. ამასთან, 500 000 ლარზე გადაჭარბების მიუხედავად პირს მცირე ბიზნესის სტატუსი უნარჩუნდება 2 კალენდარული წლის განმავლობაში.

მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირი არ იხდის მიმდინარე გადასახდელებს. მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირი დეკლარირებას განახორციელებს ყოველთვიური მარტივი დეკლარაციის ფორმის მეშვეობით.

მცირე ბიზნესის სტატუსის მინიჭების მიზნით მეწარმე ფიზიკური პირი მიმართავს საგადასახადო ორგანოს.

განაცხადის წარდგენა შესაძლებელია ელექტრონულად გადასახადის გადამხდელის ელექტრონული გვერდიდან“, - განმარტავენ შემოსავლების სამსახურში.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა