ლევან დავითაშვილი - თორნიკე რიჟვაძეს დიდი გამოცდილება აქვს, რომელიც აჭარის რეგიონს სჭირდება

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე თორნიკე რიჟვაძის კანდიდატურის დასახელებას მიესალმება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ლევან დავითაშვილმა განუცხადა, თორნიკე რიჟვაძეს სახელმწიფო და ბიზნეს სექტორში მუშაობის კარგი გამოცდილება აქვს.

„თორნიკე რიჟვაძეს ვიცნობ, მასთან მუშაობა მომიწია, როდესაც ის ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე იყო. ის ენერგეტიკულ სახელმწიფო პროექტებს ხელმძღვანელობდა. ამავე დროს მას აქვს პრაქტიკაში, ბიზნესში მუშაობის გამოცდილებაც. ის ბიზნესიდან მოვიდა. საინვესტიციო, ენერგეტიკულ პროექტზე მუშობდა. შესაბამისად, ინვესტორებთან მუშაობის გამოცდილებაც აქვს. ვფიქრობ, ეს არის გამოცდილება, რომელიც აჭარის რეგიონს სჭირდება და წაადგება. მას სახელმწიფო სტრუქტურებში, მათ შორის ცენტრალურ ხელისუფლებაში მუშაობის გამოცდილება აქვს. ის ახალგაზრდა კადრია, კომპეტენტურია. ეს ყველა ის თვისებაა, რომელიც რეგიონს ასე სჭირდება. მე მას წარმატებები მინდა ვუსურვო“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ პარტია "ქართულმა ოცნებამ" აჭარის მთავრობის თავმჯდომარის კანდიდატად თორნიკე რიჟვაძე გუშინ დაასახელა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო