ეკა ბესელია - კომისიის დღევანდელ სხდომაზე ყველა უკანონობის და უსაქციელობის პიკი იყო, რასაც ადგილი აქვს „ევროპული საქართველოს“ წევრების მხრიდან

საგამოძიებო კომისიას „ევროპულმა საქართველომ“ მართლაც დაუკარგა ის მნიშვნელოვანი მანდატი, რისთვისაც შეიქმნა, - ამის შესახებ უმრავლესობის დეპუტატმა, ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრმა ეკა ბესელიამ იმ ინციდენტის შეფასებისას განაცხადა, რომელიც კომისიის სხდომაზე შსს-ს წარმომადგენლების გამოკითხვისას მოხდა.

ეკა ბესელიას განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ კომისიამ თუნდაც მინიმალური სტანდარტი აჩვენოს იმისა, რომ მას აინტერესებს ინფორმაციის მიღება იმ პირებისგან ვისაც იწვევს.

„ბოლო სხდომებზე ასე ხდება და დღეს, მე მგონი, პიკი იყო ყველა უკანონობის და უსაქციელობის, რასაც ადგილი აქვს „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლების მხრიდან. მათ არ აინტერესებთ, რა ინფორმაცია შეიძლება მიაწოდოს კომისიას მოწვეულმა პირმა. ჩვენ ვხედავდით, როგორ ირღვეოდა პროცედურა და კანონის მოთხოვნები, თუმცა ამის მიუხედავად დავიცავით წესი და კეთდებოდა განცხადება, რომლის შემდეგ უნდა გაგრძელებულიყო დაკითხვა“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.

დეპუტატის შეფასებით, ელენე ხოშტარიასა და მისი თანაგუნდელების ქმედება, დეპუტატისთვის შეუფერებელი და უღირსი საქციელია.

„ქალბატონი ხოშტარიასა და სხვათა მხრიდან რაც ხდება, აბსოლუტურად შეუფერებელი, უღირსი საქციელია დეპუტატის მხრიდან, რომელიც ვერ აკონტროლებს თავს, გადადის პერსონალურ შეურაცხყოფებზე, პერსონალურ შეურაცხყოფას აყენებს კომისიის წევრებს, მოწვეულ პირებს. მე მგონია, რომ ამ ადამიანებს უბრალოდ არ აქვთ გაცნობიერებული რა მანდატი აქვთ, რა უფლებამოვალეობა აქვს ჯერ როგორც დეპუტატს და შემდეგ უკვე როგორც ამ კომისიის წევრს. ისინი აბსოლუტურად უპასუხისმგებლო, კანონისადმი უპატივცემულოდ განწყობილი ადამიანები არიან და ამ კომისიას „ევროპულმა საქართველომ“ მართლაც დაუკარგა ის მნიშვნელოვანი მანდატი, რისთვისაც ის შეიქმნა“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.

საგამოძიებო კომისიის წევრის განმარტებით, უმრავლესობის დეპუტატებმა შსს-ს წარმომადგენლებს კითხვები წინა სხდომაზეც დაუსვეს და დღესაც გეგმავდნენ შემაჯამებელი კითხვების დასმას.

ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით პარლამენტში შექმნილი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე დღეს შეკამათება რამდენჯერმე მოხდა. უმრავლესობის და „ევროპული საქართველოს“ წევრები ერთმანეთს კანონის დარღვევაში ადანაშაულებდნენ და პროცესუალურ საკითხებზე დაობდნენ.

სხდომაზე დღეს კომისიის წევრები შინაგან საქმეთა სამინისტროს გამომძიებლებს კითხავენ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა