ქუთაისის მეორე საჯარო სკოლაში ჭერი ჩამოინგრა

ქუთაისის მეორე საჯარო სკოლაში ჭერი ჩამოინგრა. სკოლაში სასწავლო პროცესი დასრულებულია და შენობაში ბავშვები არ იმყოფებოდნენ.

სკოლის დირექტორის მურად ჯიშკარიანის ინფორმაციით, შემთხვევის დროს დირექცია სკოლაში იმყოფებოდა. მისივე განცხადებით, უკვე ესაუბრა კომპანიის წარმომადგენელს, რომელმაც სამუშაოები შეასრულა და მოხდება გამომწვევი მიზეზების შესწავლა.

კომპანიის წარმომადგენლის თქმით, სკოლაში სამუშაოები დღესვე დაიწყება.

სკოლაში სარეაბილიტაციო სამუშაოები 2017 წელს ჩატარდა.

კადრები ქუთაისის მეორე საჯარო სკოლიდან, სადაც ჭერი ჩამოინგრა

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო