საკრებულოში ღონისძიება თემაზე „ძველი თბილისური სადარბაზოები“ გაიმართა

თბილისის საკრებულოში შემეცნებით-კულტურული პროექტის ,,თბილისის ისტორიები საკრებულოდან“ ფარგლებში, ღონისძიება გაიმართა თემაზე „ძველი თბილისური სადარბაზოები“, - ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს“ საკრებულოდან აცნობეს.

პროექტი, რომელიც საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის მარიკა დარჩიას ინიციატივით ხორციელდება, მიზნად ახალგაზრდებისთვის და ზოგადად ყველა მსურველისთვის, თბილისის ისტორიის გაცნობას ისახავს.

პროექტის მნიშვნელობაზე, მიზნებსა და იდეაზე მარიკა დარჩიამ ისაუბრა და აღნიშნა, რომ სტუმრებს ცნობილი ისტორიკოსები, არქიტექტორები და ხელოვნების სხვადასხვა დარგის წარმომადგენლები თბილისის ისტორიას მომავალშიც გააცნობენ.

დღესვე საკრებულოს თამარ მეფის სახელობის დარბაზში თვითნასწავლი ხელოვანის ლიანა ღუდუშაურის ქართული ტრადიციული მძივით (ქარვით) შესრულებული ნამუშევრები გამოიფინა.

დამსწრე საზოგადოებას სიტყვით ისტორიკოსმა, თბილისის ისტორიის მკვლევარმა თამარ თავაძემ მიმართა და თემაზე „ძველი თბილისური სადარბაზოები“ მოხსენება წაიკითხა.

ღონისძიებას თემით დაინტერესებულ სტუმრებთან ერთად, საკრებულოს წევრებიც ესწრებოდნენ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო