„ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაცია ჭუბერში სტიქიით მიყენებული ზიანის გაწმენდით სამუშაოებში ჩაერთვება

"ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაცია ჭუბერში სტიქიით მიყენებული ზიანის გაწმენდით სამუშაოებში ჩაერთვება, - ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე გიორგი ჩაკვეტაძემ განაცხადა და ახალგაზრდებს მოუწოდა, წვლილი შეიტანონ სტიქიის შედეგებთან გამკლავებაში.

„უკვე რამდენიმე დღეა სვანეთში სტიქია მძვინვარებს, ადიდებულმა მდინარე ნენსკრამ სოფელ ჭუბერს დიდი ზიანი მიაყენა. მიუხედავად იმისა, რომ საგანგებო შტაბი და შესაბამისი სამსახურები 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ, სტიქიის შედეგების აღმოსაფხვრელად, ჩვენ, „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრებიც ვაპირებთ, დავეხმაროთ ადგილობრივ მოსახლეობას. ამიტომ, როგორც კი სტიქიის აქტიური ფაზა გადაივლის, ვაპირებთ ჭუბერში ჩასვლას და ამ ადამიანების დასახმარებლად, ყველა სამუშაოში აქტიურად ჩართვას.

„ქართული ოცნების“ ახალგაზრდულ ორგანიზაციაში გაერთიანებული ვართ ახალგაზრდები მთელი საქართველოდან და მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებელი ღონისძიებების ორგანიზებას ვიწყებთ, ეს არის ახალგაზრდული და არა პოლიტიკური ინიციატივა!

ამას ჩვენი თანამოქალაქეების დასახმარებლად ვაკეთებთ და თითოეული თქვენგანის გვერდში დგომა გულწრფელად გაგვიხარდება!

ახალგაზრდებო, ვისაც გაქვთ სურვილი, დადგეთ ჩვენთან ერთად, ჩვენი თანამოქალაქეების გვერდით, შეიტანოთ თქვენი წვლილი სტიქიის შედეგებთან გამკლავებაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდით შემდეგ ნომრებზე: 555 444 227 / 591 724 444.

ასევე, შეგიძლიათ მოგვმართოთ, ოფიციალურ Facebook გვერდზე: https://Facebook.com/GeorgianDreamOfficial/, ან მობრძანდეთ ერეკლე მეორის #2-ში, „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის ოფისში“, - განაცხადა გიორგი ჩაკვეტაძემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს