დღეს #დაზოგეწყალი #გაუფრთხილდიგარემოს საზეიმო ღონისძიება გაიმართა

თბილისის წყალსაცავის ტერიტორიაზე დღეს, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის: სოციალური კამპანიის #დაზოგეწყალი #გაუფრთხილდიგარემოს საზეიმო ღონისძიება გაიმართა, - ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს“„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერიდან“ აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, კამპანიის მიზანია, ორი ისეთი მნიშვნელოვანი სოციალური თემის გაერთიანება, როგორიც წყლის რესურსის გაფრთხილება და გარემოზე ზრუნვაა. პროექტი მოზარდი თაობის აქტიური ჩართულობით მეორე წელია მიმდინარეობს და დღეს უკვე ბევრი მხარდამჭერი ჰყავს.

ღონისძიებას „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ მენეჯმენტთან ერთად, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე, დეპუტატები, მერიის, გარემოს დაცვის და განათლების სამინისტროს პირველი პირები, ასევე, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე და წევრები და კამპანიის მხარდამჭერები ესწრებოდნენ.

პროექტში მონაწილეობა თბილისის 80-მა სკოლამ მიიღო. #დაზოგეწყალი #გაუფრთხილდიგარემოს საზეიმო ღონისძიებაზე კამპანიის გამარჯვებული და ჟიურის რჩეული გუნდები გამოვლინდნენ.

ტრადიციულად, კამპანიის #დაზოგეწყალი #გაუფრთხილდიგარემოს მხარდასაჭერად საერთაშორისო პროფესიონალური ველომარათონი - „წყლის გზა“ გაიმართა. ქართველმა და უცხოელმა ველოსპორტსმენებმა მარათონის დროს ის გზა გაიარეს, რასაც სასმელი წყალი გადის, დედაქალაქის წყალმომარაგების მთავარი რეზერვუარიდან ჩვენს ონკანებამდე. სტარტი „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ სტარტეგიული ობიექტიდან, ჟინვალის წყალსაცავიდან აიღეს და 84-კილომეტრიანი დისტანციის დაფარვის შემდეგ, მარათონი თბილისის წყალსაცავის ირგვლივ შეჯიბრით დაასრულეს. საპრიზო ადგილებზე გასული სპორტსმენები „ჯივიპიმ“ ფულადი პრემიებით დააჯილდოვა.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ კამპანია #დაზოგეწყალი #გაუფრთხილდიგარემოს არაფორმალური განათლების მიღების მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა. კომპანიისთვის პრიორიტეტულია პროექტში დედაქალაქის ყველა სკოლა ჩართოს და მომავალშიც აქტიურად იმუშაოს მოზარდ თაობასთან წყლის რესურსის მნიშვნელობის საკითხზე.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა