სერგო რატიანი - სკოლის უსაფრთხოების სისტემა 2012 წლის შემდეგ რომ მოირღვა, ეს აღიარა ყველამ, მათ შორის განათლებისა და შს მინისტრებმაც

აუცილებელია კომისიამ გასცეს რეკომენდაცია იმაზე, თუ რა პრობლემები აქვს დღეს სკოლას და რა არის შესაცვლელი სკოლის უსაფრთხოების მიმართულებით, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრმა სერგო რატიანმა, კომისიაში 51-ე და პირველი ექსპერიმენტული სკოლის დირექტორების დაკითხვის დაწყებამდე განუცხადა.

მისი თქმით, სკოლის უსაფრთხოების სისტემის მორღვევა როგორც განათლების ისე შს მინისტრმაც აღიარა.

„მნიშვნელოვანია არამხოლოდ გამოძიების დეტალები, რომელიც მათ იციან, არამედ არის კიდევ მეორე მხარე, რა პრობლემები აქვს ზოგადად სკოლას. ამ პრობლემების ირგვლივ ჩვენ გვექნება კითხვები და მოვისმენთ პასუხებს. ეს კითხვები ეხება უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ პრობლემებს. აუცილებელია კომისიამ გასცეს რეკომენდაცია იმაზე, თუ რა პრობლემები აქვს დღეს სკოლას და რა არის შესაცვლელი სკოლის უსაფრთხოების მიმართულებით. ის, რომ სკოლის უსაფრთხოების სისტემა მოირღვა 2012 წლის შემდეგ ეს აღიარა ყველამ, მათ შორის განათლებისა და შს მინისტრებმაც. შესაბამისად, ამასთან დაკავშირებით ჩვენ გვექნება კითხვები და იმედია, მოვისმენთ დირექტორებისგან კონკრეტულ პასუხებს“, - განაცხადა სერგო რატიანმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა