სერგო რატიანი - როგორც ჩანს, ბიძინა ივანიშვილმა გიორგი კვირიკაშვილის წასვლის შემდეგ კლანის შეცვლა გადაწყვიტა

როგორც ჩანს, ბიძინა ივანიშვილმა გიორგი კვირიკაშვილის წასვლის შემდეგ გადაწყვიტა კლანის შეცვლა, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა სერგო რატიანმა აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე წარდგენილ თორნიკე რიჟვაძის კანდიდატურის შეფასებისას განაცხადა.

სერგო რატიანის თქმით, კონკრეტული პირების გადაადგილება, პრობლემას ფუნდამენტურად არ ცვლის.

„კლანების შეცვლით ბიძინა ივანიშვილის მართვის სტილი არ შეიცვლება და ის პრობლემური იქნება ამ შემთხვევაშიც. ამ მიმართულებით, კონკრეტული პირების გადაადგილება, ფუნდამენტურად არ ცვლის პრობლემას“, - განაცხადა რატიანმა.

რაც შეეხება პრეზიდენტის ინიციატივას, აჭარის მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატთან დაკავშირებით კონსულტაციების გამართვაზე, რატიანის თქმით, ხშირ შემთხვევაში პრეზიდენტის ნაბიჯები არაა თანმიმდევრული.

„რაც შეეხება პრეზიდენტის ქმედებას, კარგი იქნება თუ ეს იქნება ადეკვატური ქმედებები რასაც მოითხოვს კანონი, ოღონდ ამ შემთხვევაში ჩვენ ნამდვილად ვერ ვიმარჩიელებთ, თუ როგორ ნაბიჯებს გადადგამს პრეზიდენტი, რადგან ხშირ შემთხვევაში, ეს ნაბიჯები არ არის თანმიმდევრული“, - განაცხადა რატიანმა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ აჭარის უმაღლეს საბჭოში "ქართული ოცნების" წევრებმა აჭარის მთავრობის კანდიდატად თორნიკე რიჟვაძე დაასახელეს.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა