მთავარ პროკურატურაში ზაზა სარალიძის შეხვედრა დასრულდა

მთავარ პროკურატურაში ზაზა სარალიძის, პროკურატურისა და შსს-ს წარმომადგენლების შეხვედრა დასრულდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ ზაზა სარალიძემ მედიასთან კომენტარი არ გააკეთა.

ჟურნალისტის კითხვაზე, შსს-სგან ჰქონდა დაპირება, რომ კონკრეტული, რადიკალური ნაბიჯი გადაიდგმებოდა, ზაზა სარალიძე მოკლედ პასუხობს :"გადაიდგმება", თუმცა რა ნაბიჯზეა საუბარი არ აკონკრეტებს.

მას არც ის განუმარტავს კმაყოფილია თუ არა შეხვედრით. "კომენტარის გარეშე, არც იმას ვაფიქსირებ და არც - ამას", - ასე უპასუხა ზაზა სარალიძემ ჟურნალისტების კითხვას.

შეგახსენებთ, შეხვედრის დაწყებამდე სარალიძის ადვოკატი ნესტან ლონდარიძე აცხადებდა, რომ გამომძიებლებთან ისინი მ.კ-ს-თან დაკავშირებით დააყენებდნენ მოთხოვნას, თუმცა იყო თუ არა ამაზე საუბარი, ზაზა სარალიძეს არ დაუკონკრეტებია.

მთავარ პროკურატურაში შეხვედრას ზაზა სარალიძე, მისი ადვოკატი ნესტან ლონდარიძე, სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია, პროკურატურისა და შსს-ს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო