ზაზა სარალიძის ადვოკატი - მთავარ პროკურატურაში შეხვედრისას კონკრეტულად რა ნაბიჯების გადადგმაზე იყო საუბარი, ამაზე კომენტარისგან თავს შევიკავებ

სწორედ მ.კ-ს საკითხზე მიმდინარეობდა მსჯელობა, თუმცა გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე თავს შევიკავებ დღეს პასუხებზე, - ამის შესახებ ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამის, ზაზა სარალიძის ადვოკატმა ნესტან ლონდარიძემ მთავარ პროკურატურაში შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

ადვოკატის განცხადებით, შეხვედრა, რომელიც ზაზა სარალიძეს, სახალხო დამცველს, პროკურატურის და შსს-ს წარმომადგენლებს შორის გაიმართა, ძალიან მნიშვნელოვანი იყო.

"ვფიქრობთ, რომ მნიშვნელოვანი იყო იქიდან გამომდინარე, რომ მოხდა ურთიერთშეჯერება გარკვეულ ფაქტობრივ გარემოებებზე და წარმოვადგინეთ ჩვენი პოზიცია. თუმცა, რა განხილვა მიმდინარეობდა, რა ფაქტებთან დაკავშირებით და რა კონკრეტული ნაბიჯების გადადგმაზე იყო საუბარი, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, ამაზე საუბრისგან თავს შევიკავებთ. სწორედ აქედან გამომდინარე იყო ისიც,რომ დაზარალებული მხარე არ აკეთებს კომენტარს",- განაცხადა ლონდარიძემ.

მისი თქმით, შეხვედრა მნიშვნელოვანი იყო,თუმცა რამდენად კმაყოფილია შეხვედრით, ამაზე ადვოკატი შეფასებას არ აკეთებს.

"ეს არის ერთ-ერთი ნაბიჯი, რომლის გადადგმა აუცილებელი იყო",- განაცხადა ლონდარიძემ.

კითხვაზე,როგორია შემდეგი ნაბიჯი, ადვოკატი პასუხობს,რომ "გამოძიებას უნდა მივყვეთ".

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა