დავით სერგეენკო - მჯერა, რომ თორნიკე რიჟვაძე ახალგაზრდულ ენერგიას მთლიანად რეგიონის განვითარებას მოახმარს

მჯერა, რომ აჭარის მთავრობის მეთაურის თანამდებობაზე თორნიკე რიჟვაძე ახალი ენერეგიით შეუდგება საქმეს და ახალგაზრდულ ენერგიას მთლიანად რეგიონის განვითარებას მოახმარს, - განუცხადა "ინტერპრესნიუსს" საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ.

მისივე თქმით, თორნიკე რიჟვაძეს მრავალმხრივი განათლება აქვს მიღებული, როგორც საქართველოში, ისე უცხოეთში, არის საერთაშორისო სამართლის სპეციალისტი, ენერგეტიკოსი და თავისი საქმის პროფესიონალი.

დავით სერგეენკოს განმარტებით, თორნიკე რიჟვაძის საქმიანობა ხშირ შემთხვევაში აჭარის რეგიონს უკავშირდებოდა. მინისტრი იმედს გამოთქვამს, რომ აჭარის მთავრობის მეთაურად დამტკიცების შემთხვევაში მასთან თანამშრომლობა ჯანდაცვის კუთხით წარმატებული იქნება.

შეგახსენებთ, რომ აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, პრეზიდენტს რეგიონის მთავრობის მეთაურის თანამდებობაზე „ქართული ოცნების“ კანდიდატად თორნიკე რიჟვაძე შესთავაზა.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს