გეოლოგები ჭუბერში სტიქიის გამომწვევ რამდენიმე მიზეზზე საუბრობენ

გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგები და ჰიდროლოგები, რომლებიც ჭუბერში იმყოფებიან, სტიქიის გამომწვევ რამდენიმე მიზეზზე საუბრობენ. როგორც „ინტერპრესნიუსს“ გეოლოგიის დეპარტამენტის უფროსმა მერაბ გაფრინდაშვილმა განუცხადა, ჭუბერის ხეობაში მდინარე ნენსკას ადიდება, გეოლოგიური და ჰიდრომეტეოროლოგიური პროცესების თანხვედრამ გამოიწვია.

გაფრინდაშვილის ინფორმაციით, ხეობაში ერთი და იგივე დროს, მეწყრული და ღვარცოფული პროცესები განვითარდა, რასაც წინ უძღოდა მყინვარის და ნარჩენი თოვლის დნობა, რომელსაც დაემთხვა უხვი ატმოსფერული ნალექი.

„რამდენიმე გეოლოგიური და ჰიდრომეტეოროლოგიური პროცესი დაემთხვა ერთმანეთს. მდინარის ცალკეულ უბნებზე ადგილი ჰქონდა მეწყრული პროცესების ჩასახვა- გააქტიურებას. რამაც მდინარის ცალკეულ უბნებზე წყლის ნაკადების მოკლევადიანი შეგუბება და ღვარცოფული პროცესების ფორმირება გამოიწვია. მდინარის წყლის დონის მატების შედეგად ადგილი აქვს მდინარის ნაპირების ინტენსიურ ჩარეცხვას. სტიქიასთან არანაირ კავშირში არ არის ჰესების მშენებლობა. სტიქიას ხელი შეუწყო ტყის მასივების უსისტემო ჭრამ. როგორც ამ ხეობაში და სხვაგანაც ამ პროცესს უარყოფითი ზეგავლენა აქვს და ეს სტიქიის მაპროვოცირებელია“, - განაცხადა მერაბ გაფრინდაშვილმა.

მისივე ინფორმაციით, ამ დროისთვის წყლის დონემ მნიშვნელოვნად დაიკლო და ისეთი მასშტაბის სტიქიის განმეორების საფრთხე არ არსებობს, როგორიც 5 ივნისს დაფიქსირდა. გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგები ჭუბერში რჩებიან.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა