სოზარ სუბარი - თორნიკე რიჟვაძე ენერგიული, განათლებული ადამიანია, რომელმაც თავი გამოიჩინა კარგი ხედვითა და მუშაობით

თორნიკე რიჟვაძე ახალგაზრდა, ენერგიული, განათლებული ადამიანია, რომელმაც ამ წლების განმავლობაში თავი გამოიჩინა კარგი ხედვითა და მუშაობით, - ამის შესახებ დევნილთა და განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა განაცხადა, რომელიც აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე თორნიკე რიჟვაძის კანდიდატურის წარდგენას გამოეხმაურა.

„თორნიკე რიჟვაძე ჩვენი გუნდის წევრია, ჩვენ მასთან საკმაოდ ხანგრძლივი ურთიერთობა გვქონდა, როცა ის ენერგეტიკის სამინისტროში მუშაობდა. მე პირადად ვიცნობ მას საკმაოდ კარგად, როგორც ძალიან აქტიურსა და ძალიან განათლებულ ადამიანს. მე იმედი მაქვს, რომ ის არჩეული იქნება აჭარის მთავრობის მეთაურის პოსტზე და მისი მუშაობა იქნება ძალიან წარმატებული“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო