ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე შექმნილი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია მუშაობას 11 ივლისს განაახლებს

ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე შექმნილი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია მუშაობას 11 ივლისს განაახლებს. დღეს კომისიამ მუშაობა პირველი ექსპერტიმენტული სკოლის დირექტორის დაკითხვით დაასრულა.

საგამოძიებო კომისიის მორიგი სხდომა 11 ივლისს დაინიშნა, რომელზეც საქმეზე ჩატარებული საექსპერტო კვლევების ავტორებს მოუსმენენ. კერძოდ, ექსპერტების გამოკითხვა 11 და 12 ივლისს იგეგმება.

მანამდე კი, კომისიის სამკაციანი ჯგუფები არასრულწლოვნების გამოკითხვას გააგრძელებენ. კერძოდ, 9 და 10 ივლისს კომისიის წევრებს დაგეგმილი აქვთ ინციდენტში მონაწილე არასრულწლოვნების გამოკითხვა.

ვახტანგ ძაბირაძე -  შემოდგომა იქნება ოპოზიციურ ფლანგზე ძალების ჩამოყალიბების პროცესი, ამიტომ არ მაქვს მოლოდინი, რომ ცხელი შემოდგომა გვექნება
ქართული პრესის მიმოხილვა 20.08.2019
გავლენის ოპერაციები ანუ „მკვლელობათა ჯაჭვი“