მამუკა ბახტაძე „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის მოწოდებას ეხმაურება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის მოწოდებას ეხმაურება.  მამუკა ბახტაძე „ქართული ოცნების“ ახალგაზრდულ ორგანიზაციას მადლობას უხდის და აცხადებს, რომ „ახალგაზრდები, როგორც ყოველთვის, მოწოდების სიმაღლეზე არიან“.

შეგახსენებთ, რომ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე გიორგი ჩაკვეტაძემ განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაცია ჭუბერში სტიქიით მიყენებული ზიანის გაწმენდით სამუშაოებში ჩაერთვება. მანვე ახალგაზრდებს მოუწოდა, წვლილი შეიტანონ სტიქიის შედეგებთან გამკლავებაში.

„უკვე რამდენიმე დღეა სვანეთში სტიქია მძვინვარებს, ადიდებულმა მდინარე ნენსკრამ სოფელ ჭუბერს დიდი ზიანი მიაყენა. მიუხედავად იმისა, რომ საგანგებო შტაბი და შესაბამისი სამსახურები 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ, სტიქიის შედეგების აღმოსაფხვრელად, ჩვენ, „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრებიც ვაპირებთ, დავეხმაროთ ადგილობრივ მოსახლეობას. ამიტომ, როგორც კი სტიქიის აქტიური ფაზა გადაივლის, ვაპირებთ ჭუბერში ჩასვლას და ამ ადამიანების დასახმარებლად, ყველა სამუშაოში აქტიურად ჩართვას“, - განაცხადა გიორგი ჩაკვეტაძემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს