ჭუბერში ჩხეტიანების ექვსსულიანი ოჯახი დახმარებას ითხოვს

ჩხეტიანების ექვსსულიანი ოჯახი დახმარებას ითხოვს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ოჯახის წევრებმა განუცხადეს, სახლის დანგრევის საშიშროებაა, რაც მდინარის კალაპოტის შეცვლამ განაპირობა.

ჩხეტიანები შესაბამის ორგანოებს მძიმე ტექნიკით სამუშაოების ჩატარებას თხოვენ, რათა მდინარის კალაპოტის შეცვლა მოხდეს.

მომხდარი სტიქიის შედეგად ოჯახს ზარალი მიადგა, წყალმა წაიღო მათი საოჯახო სასტუმრო, გაანადგურა პირუტყვი და ფრინველი, ასევე დატბორილია მათი სახნავ-სათესი მიწის ნაკვეთი. 4 არასრულწლოვანი კი უსაფრთხოების გამო ნათესავებთან არის გადაყვანილი.

მესტიის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლების განცხადებით, ჩხეტიანების ოჯახს ყველანაირი დახმარება გაეწევა, რათა მათ ჯანმრთელობას საფრთხე არ შეექმნას, ან არ დარჩნენ უბინაოდ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა