სოზარ სუბარი - სპეციალისტებმა დაათვალიერეს ნენსკრას ხეობა, მდინარე დოლრას ხეობა, ბეჩოს თემი და მათი დასკვნით, საფრთხე პრაქტიკულად ჩავლილია

დევნილთა მინისტრის სოზარ სუბარის ინფორმაციით, ჭუბერში სტიქიის განმეორების საფრთხე მინიმუმამდეა დასული. აღნიშნულ ინფორმაციას სოზარ სუბარი, გარემოს დაცვის სპეციალისტების დასკვნაზე დაყრდნობით ავრცელებს.

როგორც მინისტრმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში ჩართვისას განაცხადა, სპეციალისტებმა დაათვალიერეს როგორც ნენსკრას ხეობა, ასევე მდინარე დოლრას ხეობა და ბეჩოს თემი და მათი დასკვნით საფრთხე პრაქტიკულად ჩავლილია.

„სპეციალისტების დასკვნა არის შემდეგი, რომ მინიმუმამდეა დასული საფრთხეები, პრაქტიკულად ჩავლილია და აღარ უნდა ველოდოთ საფრთხეს, ყოველ შემთხვევაში უახლოეს მომავალში მაინც. ეს ძალიან დამამშვიდებელი დასკვნა არის ამ ეტაპისთვის. მდინარის დონემაც დაიწყო კლება და ეს მუშაობის უფრო ინტესიური გაგრძელების საშუალებას მოგვცემს“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.

მისივე ინფორმაციით, ჭუბერში დაახლოებით 12 ერთეული მძიმე ტექნიკა და 20-ზე მეტი სატვირთო მანქანა მუშაობს. ამასთან, სუბარმა განმარტა, რომ ყველა დაზარალებულს შესაბამისი კომპენსაცია მიეცემა.

„ყველა ადამიანს, ვისაც სახლი დაენგრა აუშენდება შესაბამისი სახლი ან მიეცემა ალტერნატიული, ღირსეული საცხოვრებელი. ვისი სახლიც აღდგენას ექვემდებარება, ეს სახლი აღუდგება, ვისაც გარკვეული ქონება დაუზიანდა, მას შესაბამისი კომპენსაცია მიეცემა. ასევე დაკმაყოფილდებიან ის ადამიანები, ვისაც მიწა წაართვა მდინარემ. გარდა ამისა, ყველა ოჯახს მიეცემა ჰუმანიტარული დახმარება, რომელიც უახლოეს დღეებში, დღეს და ხვალ შემოვა“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა