ფონდ „იავნანას“ ინფორმაციით, პაატა ბურჭულაძის ავსტრიელი ადვოკატი მომღერლის მიმართ განხორციელებული კანონსაწინააღმდეგო მოქმედებების შეწყვეტას ითხოვს

ფონდ „იავნანას“ ცნობით, პაატა ბურჭულაძის ავსტრიელი ადვოკატი ბარბარა გლიოკნერ-ვოლციკი ქართველი მომღერლის მიმართ განხორციელებული კანონსაწინააღმდეგო მოქმედებების შეწყვეტას ითხოვს.

ფონდ „იავნანას“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ადვოკატი მოითხოვს, რომ შეწყდეს პაატა ბურჭულაძის მიმართ ცილისმწამებლური ინფორმაციის გავრცელება, წინააღმდეგ შემთხვევაში, მიღებული იქნება კანონით გათვალიწინებული ყველა საშუალება.

„ავსტრიაში გრძელდება ლეგენდარული ქართველი მომღერლის პაატა ბურჭულაძისა და ფონდ „იავნანას“ წინააღმდეგ საქართველოში უკანასკნელ წლებში განხორციელებული ცილისმწამებლური კამპანიის შესწავლა.

პაატა ბურჭულაძე 1989 წლიდან საქართველოსთან ერთად ავსტრიის მოქალაქეა, ქალაქ ვენის მერიამ აღიარებული ქართველი არტისტის თაყვანისმცემელთა საზოგადოება ოფიციალურად 1986 წელს დაარეგისტრირდა. 2014 წელს მას ავსტრიის პრეზიდენტის ჰანს ფიშერის მიერ ავსტრიის სახელმწიფო ჯილდო მიენიჭა - I ხარისხის ჯვარი მეცნიერებასა და ხელოვნებაში გაწეული ღვაწლისათვის. პაატა ბურჭულაძის, როგორც ავსტრიის მოქალაქის უფლებებს, ავსტრიის საადვოკატო ბიურო იცავს. ადვოკატ ბარბარა გლიოკნერ-ვოლციკის წერილში, რომელიც ცილისმწამებლურ კამპანიაში აქტიურად მონაწილე ქართულ მედია უწყებებს ეგზავნებათ ნათქვამია, რომ მათ მიერ გამოქვეყნებულ მასალებში დარღვეულია ავსტრიის სისხლის სამართლის კოდექსის 111 მუხლი - ცისლისწამება, სისხლის სამართლის კოდექსის 152 მუხლი - საქმიანი რეპუტაციისთვის ზიანის მიყენება. აგრეთვე, ავსტრიის სამოქალაქო კოდექსის 1330 მუხლი - ღირსების შელახვა. დარღვეულია მასმედიის შესახებ კანონის მე-6 და მე-7ბ პუნქტები - პიროვნების უფლებების დაცვა და უდანაშაულობის პრეზუმცია. დარღვეულია საავტორო უფლებათა შესახებ კანონის 78-ე პუნქტი - გამოსახულების დაცვა. ავსტრიელი ადვოკატები განსაკუთრებულ შეშფოთებას გამოთქვამენ ინტერნეტ ტელევიზია Postv-ის მიერ პაატა ბურჭულაძის და ფონდ „ივნანას“ აშკარა და შეუფარავი დისკრედიტაციის მიზნით გადაღებული 10-ზე მეტი ფილმიდან სწორედ იმ მათგანზე, სადაც ფონდ „იავნანას“ საქველმოქმედო გალა-კონცერტი შედარებულია ადოლფ ჰიტლერის საიუბილეო კონცერტთან. ამავე ფილმში ავტორები მაყურებელს მოუწოდებენ, რომ არ მივიდნენ საქველმოქმედო კონცერტზე დასასწრებად. ადვოკატი ბარბარა გლიოკნერ-ვოლციკი ადრესატი მედია-უწყებებისაგან მოითხოვს, რომ აღიარონ ცილისმწამებლური ინფორმაციის გავრცელების ფაქტები, შეწყვიტონ მართლსაწინააღმდეგო ქმედება და ყოველივე ეს დაადასტურონ წერილობითი განცხადებით, წინააღმდეგ შემთხვევაში, მიღებული იქნება კანონმდებლობით გათვალიწინებული ყველა საშუალება, ცილისწამიბის გამავრცელებელი პირებისათვის პასუხისმგებლობის დასაკისრებლად“, - ნათქვამია ფონდ „იავნანას“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა