ჭუბერში სტიქიით დაზარალებულ ოჯახებს საკვები პროდუქტი დაურიგეს

მესტიის მუნიციპალიტეტში, ჭუბერში, სტიქიის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას ფქვილი, საკვები პროდუქტები, პირველადი მოხმარების ნივთები და წყალი დაურიგეს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ სამეგრელო-ზემო სვანეთის რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაციის პრესსამსახურდან აცნობეს, საგანგებო შტაბს პროდუქტები სხვადასხვა ორგანიზაციებმა მათ შორის ზუგდიდის მერიამ, ენგურჰესმა და ნენსკრა ჰიდრო გადასცეს. სტიქიის ზონაში დაზარალებულებისთვის პროდუქტებს ხვალ სამეგრელოს ყველა მუნიციპალიტეტი გააგზავნის.

უხვი ნალექის შედეგად, სოფელ ჭუბერში მთის ნაწილის ჩამოშლამ მდინარე ნენსკრას ადიდება გამოიწვია. მდინარის კალაპოტიდან გადმოსვლის გამო დაიტბორა მიმდებარე ტერიტორია, რამაც ჩამორეცხა სოფლებს შორის დამაკავშირებელი საავტომობილო გზები.

სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართულია ყველა შესაბამისი უწყება და სამსახური.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო