ჭუბერში სამხედრო ძალების და ტექნიკის გამოყენების მიზნით, ხვალ პარლამენტის რიგგარეშე სხდომა დაინიშნა

მდინარე ნენსკრას ადიდების შედეგად მომხდარ სტიქიასთან დაკავშირებით სამხედრო ძალების და ტექნიკის გამოყენება ხდება საჭირო. კონსტიტუციის გათვალისწინებით, სამხედრო ძალების გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს პრეზიდენტი და 48 საათის განმავლობაში შეაქვს იგი პარლამენტში დასამტკიცებლად.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ხვალ პარლამენტის რიგგარეშე სხდომა გაიმართება. არსებული ინფორმაციით, საუბარია რამდენიმე ერთეული მძიმე ტექნიკის გამოყენებაზე, რომელიც თავდაცის სამინისტროს განეკუთვნება.

პარლამენტის რიგგარეშე სხდომა 17:30 საათზე დაინიშნა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო