სოზარ სუბარი - სპეციალისტებმა დაათვალიერეს ნენსკრას ხეობა, დოლრას ხეობა და მათი დასკვნით, საფრთხე, პრაქტიკულად, ჩავლილია

დევნილთა მინისტრის სოზარ სუბარის ინფორმაციით, ჭუბერში სტიქიის განმეორების საფრთხე მინიმუმამდეა დასული. აღნიშნულ ინფორმაციას სოზარ სუბარი, გარემოს დაცვის სპეციალისტების დასკვნაზე დაყრდნობით ავრცელებს.

როგორც მინისტრმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში ჩართვისას განაცხადა, სპეციალისტებმა დაათვალიერეს როგორც ნენსკრას ხეობა, ასევე მდინარე დოლრას ხეობა და ბეჩოს თემი და მათი დასკვნით საფრთხე, პრაქტიკულად, ჩავლილია.

„სპეციალისტების დასკვნა არის შემდეგი, რომ მინიმუმამდეა დასული საფრთხეები, პრაქტიკულად ჩავლილია და აღარ უნდა ველოდოთ საფრთხეს, ყოველ შემთხვევაში უახლოეს მომავალში მაინც. ეს ძალიან დამამშვიდებელი დასკვნა არის ამ ეტაპისთვის. მდინარის დონემაც დაიწყო კლება და ეს მუშაობის უფრო ინტესიური გაგრძელების საშუალებას მოგვცემს“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.

მისივე ინფორმაციით, ჭუბერში დაახლოებით 12 ერთეული მძიმე ტექნიკა და 20-ზე მეტი სატვირთო მანქანა მუშაობს. ამასთან, სუბარმა განმარტა, რომ ყველა დაზარალებულს შესაბამისი კომპენსაცია მიეცემა.

„ყველა ადამიანს, ვისაც სახლი დაენგრა, აუშენდება შესაბამისი სახლი ან მიეცემა ალტერნატიული, ღირსეული საცხოვრებელი. ვისი სახლიც აღდგენას ექვემდებარება, ეს სახლი აღუდგება, ვისაც გარკვეული ქონება დაუზიანდა, მას შესაბამისი კომპენსაცია მიეცემა. ასევე დაკმაყოფილდებიან ის ადამიანები, ვისაც მიწა წაართვა მდინარემ. გარდა ამისა, ყველა ოჯახს მიეცემა ჰუმანიტარული დახმარება, რომელიც უახლოეს დღეებში, დღეს და ხვალ შემოვა“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა