სერგი კაპანაძე - ის ფაქტი, რომ დაპირისპირება არ მომხდარა სკოლის ტერიტორიაზე, არ ნიშნავს, რომ სკოლა მთლიანად თავისუფალია პასუხისმგებლობისგან

ის ფაქტი, რომ დაპირისპირება არ მომხდარა სკოლის ტერიტორიაზე, ბუნებრივია, არ ნიშნავს, რომ სკოლა მთლიანად თავისუფალია პასუხისმგებლობისგან, - ამის შესახებჟურნალისტებს ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე შექმნილი დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ სერგი კაპანაძემ კომისიის სხდომის შეჯამებისას განაცხადა.

გუშინ, კომისიაში შსს-ს წარმომადგენლების გამოკითხვის შემდეგ კომისიის წევრებმა პირველი ექსპერიმენტული და 51-ე სკოლის დირექცია გამოკითხეს. კაპანაძის თქმით, მიღებულ ინფორმაციას კომისია სხვა ინფორმაციებთან ერთად, საბოლოო დასკვნაში შეაფასებს.

„პირველი ექსპერიმენტული და 51-ე სკოლის დირექციასთან გვქონდა კითხვები, რომელიც ეხებოდა 2017 წლის 1-ელ დეკემბერს განვითარებულ მოვლენებს, ასევე მანდატურების როლს, ასევე კონკრეტულად სკოლის დირექციისთვის რამდენად იყო ცნობილი, რომ ასეთი კონფლიქტი მწიფდებოდა. ჩვენ გვქონდა კითხვები ასევე იმაზე, თუ რამდენადაა ზოგადად უსაფრთხოების რეჟიმი დაცული, რამდენად ხდება კონტროლი, რომ ზოგადად მოსწავლეები არ მივიდნენ მაგალითად დანით ან სხვა ცივი იარაღით. შეფასებას ახლა არ დავიწყებ იმისა, რა ინფორმაციაც მივიღეთ. ჩვენ ვფლობთ ზოგად ინფორმაციას და ასევე მივიღებთ დამატებით ინფორმაციას განათლების სამინისტროდან, ისევე როგორც გვექნება შეხვედრები მანდატურებთან, იმისთვის, რომ სრული სურათი დაიდოს და კომისიამ შემდეგ შეძლოს თავის საბოლოო დასკვნაში შეაფასოს სკოლებში არსებული ვითარება. რა თქმა უნდა, შეგვიძლია საუბარი იმაზე, რომ პრობლემატურია ის ფაქტი, რომ ასეთი ტიპის კონფლიქტი იწყება სკოლაში, მწიფდება სკოლასთან და შემდეგ უკვე გრძელდება სხვა ლოკაციაზე. ის, რომ ეს დაპირისპირება არ მომხდარა სკოლის ტერიტორიაზე, ბუნებრივია, არ ნიშნავს იმას, რომ სკოლა მთლიანად თავისუფალია პასუხისმგებლობისგან“, - განაცხადა კაპანაძემ.

მისივე თქმით, კითხვები დაისვა როგორც კოორდინაციასთან დაკავშირებით, ასევე მანდატურების ანგარიშვალდებულებასთან დაკავშირებით. კომისიის თავმჯდომარის ინფორმაციით, იგეგმება ასევე მანდატურებთან შეხვედრაც და ეს სავარაუდოდ, სამკაციანი ჯგუფების ფარგლებში მოხდება.

„მომდევნო კვირაში სავარაუდოდ ორი სხდომა გვექნება, რომლებიც მიეძღვნება ექსპერტების მიერ მოწოდებული დასკვნების განხილვას. ასევე შემდეგ კვირაში გაგრძელდება არასრულწლოვნების გამოკითხვა“, - განაცხადა სერგი კაპანაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა