ემანუელ მაკრონი რუსეთში ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალს დაესწრება

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი 10 ივლისს ვიზიტით რუსეთს ეწვევა, სადაც ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალს დაესწრება, რომელშიც საფრანგეთის ნაკრები ბელგიის ნაკრებს დაუპირისპირდება.

აღნიშნული გადაწყვეტილება საფრანგეთის პრეზიდენტმა მას შემდეგ მიიღო, რაც საფრანგეთის ნაკრებმა მეოთხედფინალში ურუგვაის ნაკრები ანგარიშით 2-0 დაამარცხა.

ამ გამარჯვების შემდეგ საფრანგეთის პრეზიდენტმა „ტვიტერში“ ეროვნულ ნაკრებს გამარჯვება მიულოცა და დაწერა: „შეხვედრამდე სამშაბათს!“.

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა კი განაცხადა, რომ მოხარული არიან იმით, რომ ემანუელ მაკრონი რუსეთს ეწვევა.

საფრანგეთის პრეზიდენტი 10 ივლისს სანქტ-პეტერბურგში ჩაფრინდება და საღამოს უკან დაბრუნდება, ვინაიდან 11 ივლისს, მთავრობის სხდომას უნდა უხელმძღვანელოს.