ჭუბერში სტიქიით დაზარალებულ ოჯახებს საკვები პროდუქტი დაურიგეს

მესტიის მუნიციპალიტეტში, ჭუბერში, სტიქიის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას ფქვილი, საკვები პროდუქტები, პირველადი მოხმარების ნივთები და წყალი დაურიგეს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ სამეგრელო-ზემო სვანეთის რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაციის პრესსამსახურდან აცნობეს, საგანგებო შტაბს პროდუქტები სხვადასხვა ორგანიზაციებმა მათ შორის ზუგდიდის მერიამ, ენგურჰესმა და ნენსკრა ჰიდრო გადასცეს. სტიქიის ზონაში დაზარალებულებისთვის პროდუქტებს დღეს სამეგრელოს ყველა მუნიციპალიტეტი გააგზავნის.

უხვი ნალექის შედეგად, სოფელ ჭუბერში მთის ნაწილის ჩამოშლამ მდინარე ნენსკრას ადიდება გამოიწვია. მდინარის კალაპოტიდან გადმოსვლის გამო დაიტბორა მიმდებარე ტერიტორია, რამაც ჩამორეცხა სოფლებს შორის დამაკავშირებელი საავტომობილო გზები.

სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართულია ყველა შესაბამისი უწყება და სამსახური.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა